Washington Post-ი: უკრაინამ -ს აცნობა თანამდებობიდან ზალუჟნის გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ

უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენერალი , უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, – იტყობინება Washington Post-ი 2 თებერვალს, ორ პირზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ ამ საკითხს.
თუ ეს დადასტურდა, ეს ყველაზე შემარყეველი გადაწყვეტილება იქნება 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
The Washington Post-ის მიხედვით, -ის ოფიციალურმა პირებმა არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგობა გაუწიეს ამ ნაბიჯს და აღიარეს, რომ ეს გადაწყვეტილება ზელენსკის მისაღები იყო.
ზელენსკის განზრახვის შესახებ, ზალუჟნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან კვირის ბოლომდე გათავისუფლების შესახებ ადრე იტყობინებოდნენ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ზელენსკის განზრახვის შესახებ ბოლო დღეებში წერდნენ BBC, Financial Times-ი და Washington Post-ი. მათი წყაროების მსგავსად, CNN-ის წყაროებიც ადასტურებენ, რომ 29 იანვარს ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია. თუმცა უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალური ბრძანება გაცემული არ ჰქონია.
CNN-ის წყაროები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნის შესაძლო შემცვლელებად ასახელებენ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს და სახმელეთო ძალების სარდალს, ოლექსანდრ სირსკის.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს