[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
![[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!](/wp-content/uploads/2025/10/4-davitasvili-1761692099-CRhTDv.jpg)
ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „პოს“ 6:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 5:0 იყო, მეტოქის კარი დალაშქრა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 7.9, flashscore 7.6. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 11 მატჩში 5 გოლია.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 23 ქულით მეორე ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს პარიზში „რედ სტარს“ შეხვდება.
სენტ-ეტიენი - პო 6:0
გოლები: 1:0 ფერეირა (2), 2:0 კარდონა (11), 3:0 ტარდიე (41, პენ), 4:0 დუფუსი (44), 5:0 დუფუსი (48), 6:0 დავითაშვილი (79)
გაძევება: კარამოკო (89, პო)
· toy წეიყომარეს ერთი-ორი თამაში ბიჭებმა და
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
დავითაშვილის კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ანსისთან" განადგურდა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.