ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა

ლიგა 1-ის ოცდამეცხრე ტურში „მეცი“ გასვლაზე „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და 2:0 დაწინაურდნენ, 49-ე წუთზე კი ანგარიში ლამაზი დრიბლინგის შედეგად გიორგი წიტაიშვილმა შეამცირა. თუმცა, კომპენსირებულ დროში „მარსელმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.6, sofascore 7.6, Flashscore 7.1.
მის ანგარიშზე ჩემპიონატის 28 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
სტუმართა გუნდში გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია სათადარიგოები იყვნენ.
„მეცმა“ ზედიზედ 2 შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ მარცხი განიცადა, 15 ქულით  აუტსაიდერია და 19 აპრილს „პარიზს“ უმასპინძლებს.
მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - მეცი 3:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (13), 2:0 პაიშაო (48), 2:1 წიტაიშვილი (49), 3:1 ტრაორე (90+3)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.