ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურში „მეცი“ „ტულუზას“ მასპინძლობს.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ჯერ წიტაიშვილის გადაცემით ნათან მბალამ გაიტანა, შემდეგ კი ქართველის ჩაწოდებული ბურთის შედეგად მეტოქის კარი კოფი კუაომ დალაშქრა. თუმცა, მეორე გოლისას ქართველს საგოლე პასი არ ჩაეთვალა. გიორგის თავადაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე გუიომ რესტმა მოიგერია.
წიტაიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 26 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.