ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაგრების გრან პრიზე, დაამარცხა რა აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი გადამწყვეტ პაექრობაში. ბრძოლის პირველივე წუთიდან საბას სრული უპირატესობა ჰქონდა, მეტოქე კი შიდოებს აგროვებდა. ბოლოს და ბოლოს, ინანეიშვილის ძალისხმევა "ვაზარით" დასრულდა.
ლუკა მაისურაძის (90 კგ) ვერცხლის შემდეგ, ეს მეორე ქართული მედალია ხორვატიის დედაქალაქში. ერთადერთი ქართველი, რომელიც ზაგრებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ნიკოლოზ შერაზადიშვილი (100 კგ) გახლდათ, რომელმაც ესპანეთის სახელით იპირველა.
ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.