[VIDEO] ჩაკვეტაძის კოხტა საგოლე პასი - "უოტფორდი" პრემიერლიგისკენ მიიწევს
„უოტფორდი“ წარმატებულად ასპარეზობას აგრძელებს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი თავი გამოიჩინა.
ჩემპიონშიფის ოცდამეხუთე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „ბირმინგემი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და დაწინაურდნენ კიდეც - გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ტომ ინსმა ეგილ სელვიკის კარში მიუჩინა ადგილი. ეს მიმდინარე ტურნირზე ქართველის პირველი საგოლე მოქმედებაა. 39-ე წუთზე ინსმა დუბლი შეასრულა და ხავი გრასიას გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
ჩაკვეტაძე შესვენებაზე შეცვალეს. watfordobserver-ი წერს, რომ იმედია, ქართველს ტრავმა არ მიუღია და თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს. გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 8.4, whoscored 7.5, sofascore 7.1.
მე-60 წუთზე ინსმა მესამეჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩი 3:0 დასრულდა.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (5 მოგება და 2 ფრე), 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 იანვარს „ჰალს“ ესტუმრება.
უოტფორდი - ბირმინგემი 3:0
გოლები: 1:0 ინსი (9), 2:0 ინსი (39), 3:0 ინსი (60)
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.