[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
![[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა](/wp-content/uploads/2025/09/screenshot-2025-09-08-095809-1757311098-VGTEjU.png)
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ესპანეთმა გასვლაზე თურქეთს 6:0 მოუგო.
მატჩის შემდეგ ესპანელთა ლიდერი ლამინ იამალი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. Beyaz Futbol-ის ცნობით, "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა პასპორტი დაკარგა.
გამოცემის ინფორმაციით, ლამინმა პასპორტის ძებნა გასახდელში განაგრძო, მაგრამ უშედეგოდ.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხა იამალმა სამშობლოში დაბრუნება.
ესპანეთი 6 ქულით ლიდერია, საქართველოს და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა. ბულგარეთი უქულოდაა.
11 ოქტომბერს ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო თურქეთი ბულგარეთს ესტუმრება.
· დათო აქტუალური, ცხელი, მნიშვნელოვანი და საინტერესო სპორტული ინფორმაციაა
· ჰაჰა უეჭველი ქართველებმა დაუმალეს. თუმცა ჯობდა თბილისში გამომგზავრების წინ გაეკეთებიათ.
"ასე იქცევა ის, ვისაც უნდა, რომ გაჟ*მონ" - რამიმ იამალს საქციელი დაუწუნა
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
იამალის შემთხვევა რომ აღარ განმეორდეს - ცნობილია, რისი გაკეთება აუკრძალა ფლიკმა ფეხბურთელებს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.