[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
![[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა](/wp-content/uploads/2025/11/shermadini-1762146384-aQRjlV.jpg)
გიორგი შერმადინი არ ჩერდება. აგებს თუ იგებს ტენერიფე, ქართველი კალათბურთელი საუკეთესოა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ტენერიფემ პირველად წააგო, თუმცა შერმადინი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო და თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ტენერიფე ვიტორიაში ეთამაშა ბასკონიას და შეხვედრა 79:89 დათმო. მესამე პერიოდამდე ტენერიფესთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. მეორე ათწუთეულის დამაჯერებლად მოგების წყალობით შერმადინის გუნდი დიდ შესვენებაზე 11 ქულით იგებდა. თუმცა ისე მოხდა, რომ მესამე პერიოდში ყველაფერი გაირკვა. ბასკონიამ აღნიშნული მონაკვეთი 34:16 მოიგო და ახლა თავად გალიდერდა. დასკვნით პერიოდში მასპინძლებმა მოახერხეს თანაბარი თამაშის შენარჩუნება და გამარჯვებამდე მივიდნენ.
შერმადინმა სასტარტოში ითამაშა და მოედანზე 26 წუთი გაატარა. მან 100-პროცენტიანი მიზანი გამოავლინა როგორც თამაშიდან, ისე საჯარიმოს ხაზიდან. ქართველმა ცენტრმა 7-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.მის ანგარიშზე 20 ქულა და 2 მოხსნა დაგროვდა. შესაბამისად, შერმადინს სარგებლიანობის კოეფიციენტი თავის გუნდში საუკეთესო ჰქონდა (24). მის შემდეგ მოდის მარსელინიო ჰუერტასი 16 ქულით, 12 პასითა და 6 მოხსნით (20).
4 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფე ანალოგიური შედეგის მქონე კიდევ 3 გუნდთან (ხუვენტუდი, მურსია, რეალი) ერთად ცხრილში II-V ადგილებს იყოფს). შემდეგ ტურში, 8 ნოემბერს, ტენერიფე სან ფაბლო ბურგოსს უმასპინძლებს.
GBF
"ახლა რას იტყვით?"... "ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები "მამარდას" "ასტონ ვილასთან" მატჩს?
ბითაძის დომინანტური მატჩი - "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
შენგელიას საოცრება - თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა
შერმადინი მაგრად იწყებს - ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება "მანრესასთან" პირველ ტურში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა
შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.