ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა

[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა

პორტუგალიის ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში „სპორტინგმა“ სახლში აუტსაიდერ „ავეშს“ 6:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა რუი ბორჟესმა როგორც იქნა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ქოჩორაშვილი და მან საგოლე გადაცემა გააკეთა - ქართველის პასით ჟენი კატამუმ 37-ე წუთზე გაიტანა.
ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: Whoscored 8.0, Flashscore 7.6, Sofascore 7.4.
„სპორტინგი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 2 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 18 დეკემბერს სტუმრად „სანტა კლარას“ დაუპირისპირდება.
სპორტინგი - ავეში 6:0
გოლები: 1:0 სუარესი (32), 2:0 არაუხო (35), 3:0 კატამუ (37), 4:0 არაუხო (47), 5:0 სუარესი (53), 6:0 კატამუ (90+3)
· . სამმა ფეხბურთელმა გააკეთა დუბლი,მაგრამ ბოლო 20 წუთი ვუყურე და რუსი დიქტორი ქალი,მატჩის ბოლოს,მაინც ქოჩორაშვილს მიიჩნევდა საუკეთესო მოთამაშედ.ალბათ არ ტყუოდა და ეს ძალიან მიხარია.შანსი მისცეს და სრულიად გამოიყენა.
დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
ქართველების დაპირისპირება საფრანგეთში. წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
დროშამ ვიდეოგამეორებას ხელი შეუშალა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში - მისმა გუნდმა გაიმარჯვა
ენცო ზიდანი პორტუგალიის "ავეშში" გადავიდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შეუშვეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.