ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "სპორტინგმა" "კაირატს" სძლია

[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "სპორტინგმა" "კაირატს" სძლია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „კაირატი“ 4:1 დაამარცხა.
მასპინძელებმა თავიდანვე შეუტიეს, ქოჩორაშვილი აქტიური იყო, მეოცე წუთზე კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ იულმანის დარტყმული ბურთი 18 წლის კალმურზამ მოიგერია. ცნობისათვის, ალმათელთა ორი გოლკიპერი დაშავებულია და მას ამიტომ მოუწია თამაში. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგიმ ქუსლით პასი გაუკეთა ტრინკაოს და მან საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი.
შესვენების შემდეგ „სპორტინგმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა, "კაირატმა" ერთით უპასუხა და მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.
ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: flashscore 7.2, sofascore 6.6, whoscored 6.5.
სტუმართა გუნდში გიორგი ზარია ტრავმის გამო არ იყო განაცხადში.
„სპორტინგი“ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას გასვლაზე „ნაპოლისთან“ ჩაატარებს, „კაირატი“ კი 30 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.
სპორტინგი - კაირატი 4:1
გოლები: 1:0 ტრინკაო (44), 2:0 ტრინკაო (65), 3:0 სანტოსი (67), 4:0 კენდა (68), 4:1 ედმილსონი (86)
გამოუყენებელი პენალტი: იულმანი (21, სპორტინგი)
კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.