VIDEO: „ქმარი ხელში ჩამაკვდა…“ – მედეა ლორთქიფანიძის ემოციური ეთერი

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. მსახიობმა მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა, რომლის შემდეგ დეპრესიას თავი დიდხანს ვერ დააღწია.
„ჩემი შვილი იყო 13 წლის, როდესაც მეუღლე გარდაიცვალა. მეუღლე სამამულო ომის მონაწილე იყო. ომიდან, რომ დაბრუნდა, შაქარი ჰქონდა. ყველანაირად ხელს ვუწყობდი. სასმელს ვუკრძალავდი, ტკბილსაც არ ვაჭმევდი. მძღოლი ჰყავდა, რომელსაც მამა გარდაეცვალა კახეთში. თებერვალი იყო, უნდა წავიდეო, თქვა. დიდი თოვლი იყო. ვუთხარი, არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. კახეთში სეფა ჰქონდათ გაშლილი, გაცივდა, დაემართა ფილტვების ანთება, რომ ჩამოვიდა, ორი დღე იცოცხლა. ვერაფერმა უშველა. ქმარი ხელში ჩამაკვდა. დეპრესია მქონდა, სახლიდან არ გავდიოდი. ფინანსურად მიჭირდა, ოქრო, რაც მქონდა, გავყიდე.“ – ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.
“ძალიან ცუდად ვარ…ბევრი ტკივილი მაქვს…” – ნუკი კოშკელიშვილის ემოციური მიმართვა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ