ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებები განიხილებოდა - სწორედ ამ ცვლილებებს აკრიტიკებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, კონფლიქტის დასაწყისში ტრიბუნასთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი იდგა. ამბობდა რომ ცვლილებები "შევარდნაძის დროინდელი ბიუჯეტის ამსახველია" და ის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის. კრიტიკამ "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება გამოიწვია და ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ, ცვლილებების პროექტი "ოცნებამ" ერთპიროვნულად მიიღო, რადგან ოპოზიციის წევრებმა ჩხუბის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.