[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
![[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში](/wp-content/uploads/2025/12/6-sigua-1766096891-lFBy3L.jpg)
კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური გაიმართა.
„ლოზანამ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ გაბრიელ სიგუას გოლით 1:0 სძლია. მან 59-ე წუთზე თავურით დალაშქრა ტომაზო მარტინელის კარი და 70-ე წუთზე შეცვალეს. ის "ბაზელიდანაა" განათხოვრებული და "ლოზანაში" სადებიუტო გოლი გაიტანა.
„ლოზანამ“ 11 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს.
ლოზანა - ფიორენტინა 1:0
გოლი: სიგუა(59)
„უნივერსიტატეა“ გასვლაზე აეკ-თან 2:3 დამარცხდა. არადა, 90+8-ე წუთამდე ამარცხებდა მეტოქეს. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა 90+6-ე წუთამდე ითამაშა.
„უნივერსიტატეა“ 7 ქულით 25-ე ადგილზე გავიდა და გათამაშებას გამოეთიშა.
აეკ - უნივერსიტატეა 3:2
გოლები: 0:1 ბაირამი (29), 0:2 ჩიკილდეუ (59), 1:2 ვიდა (65), 2:2 კუტესა (90+8), 3:2 იოვიჩი (90+15, პენ)
„შახტარმა“ „რიეკას“ პოლონეთში უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა (0:0). დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო.
„მეშახტეებმა“ 13 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გავიდნენ.
შახტარი - რიეკა 0:0
„სლოვანმა“ სახლში „ჰაკენს“ 1:0 მოუგო. მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანმა“ საერთო ეტაპი 6 ქულით დაასრულა და მომავალ წლამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.
სლოვანი - ჰაკენი 1:0
გოლი: 1:0 ბლეკმანი (85)
სხვა მატჩები
აეკ (ლარნაკა) - შკენდია 1:0
ალკმაარი - იაგელონია 0:0
ცელიე - შელბურნი 0:0
კრისტალ პალასი - კუპსი 2:2
დინამო (კიევი) - ნოა 2:0
ლეგია - ლინკოლნი 4:1
მაინცი - სამსუნსპორი 2:0
ომონია - რაკუვი 0:1
რაიო ვალეკანო - დრიტა 3:0
შემროკ როვერსი - ჰამრუნი 3:1
ოლომოუცი - ლეხი 1:2
სპარტა - აბერდინი 3:0
სტრასბურგი - ბრეიდაბლიკი 3:1
ზრინსკი - რაპიდი 1:1
მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
აზაროვს "შახტარიდან" წასვლა უნდა - რას წერენ უკრაინელები ქართველის შესახებ
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
აზაროვმა დუბლინში ითამაშა - "შახტარმა" "შემროკ როვერსს" მოუგო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.