[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
![[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო](/wp-content/uploads/2025/10/sandro-1759994336-VchBJn.webp)
NBA-ის გუნდები მოახლებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. "ტორონტო რეპტორსმა" ამხანაგურ მატჩში "საკრამენტო კინგსი" 130:122 დაამარცხა და პრესეზონზე პირველი შეხვედრა მოიგო.
კანადელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მეორე მატჩი ჩაატარა, "დენვერთან" შედეგიანი დებიუტის შემდეგ, სანდრომ "საკრამენტოსთან" 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრო სასტარტო ხუთეულში არ იყო და ჯამში 17:05 წუთი ითამაშა
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "ტორონტოს" ვარსკვლავი ბრენდან ინგრამი გახდა, ამერიკელმა 23 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, პრესეზონზე "ტორონტოს" ანგარიშზე 1 მოგება და 1 მარცხია, კანადური გუნდი მორიგ შეხვედრას 11 ოქტომბერს, "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
ბითაძეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდომ" "ტორონტო" დაამარცხა
კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
სანდროს მორიგი შედეგიანი მატჩი - "სან ანტონიომ" "ტორონტო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.