ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია საკლუბო კარიერას ევროლიგის 2-გზის ჩემპიონ "ბარსელონაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია "ბლაუგრანამ" სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა. ქართველმა "ბარსელონასთან" ხელი 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
შენგელია აქამდე ესპანეთის ჩემპიონატში 2014/2020 წლებში, "ბასკონიას" რიგებში ასპარეზობდა, სადაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა და კლუბს ლიგა ენდესას მოგებაში დაეხმარა.
თორნიკე 2022 წლიდან "ვირტუსის" ღირსებას იცავდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, გასულ სეზონში თოკო ევროლიგაში საშუალოდ 15.6 ქულას, 5.0 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.
"ბარსელონა" გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალში "უნიკახასთან" 1:2 დამარცხდა, ევროლიგაზე კი ასევე მეოთხედფინალში "მონაკოსთან" სერია 2:3 დათმო და ტურნირზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
· zura რათ უნდათ ბარსას ეს სტარიკები? ბარეღამ მამა მისიც აიყვანონ კლუბში.
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.