ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა

სერია A-ს ოცდამეთორმეტე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „პარმასთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.
მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ, მე-60 წუთზე მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროშიც ბევრს უტევდნენ, მაგრამ გამარჯვების გოლის გატანა ვერ შეძლეს.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ ხუთი გამარჯვების მერე ფრედ ითამაშა, 66 ქულით მეორე ადგილზეა და 18 აპრილს „ლაციოს“ უმასპინძლებს. 72 ქულით ლიდერი „ინტერია“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 63 ქულით მესამე პოზიციაზე „მილანია“, 60 ქულით მეოთხეზე კი „იუვენტუსი“.
პარმა. „ენიო ტარდინი“
პარმა - ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 სტრეფეცა (1), 1:1 მაკტომინეი (60)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.