ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

გამორჩეულმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა MMA-ში, კერძოდ კი ორგანიზაცია IFC Global-ში მეორე ბრძოლა გამართა და წინა შეხვედრის მსგავსად, პირველივე რაუნდში გაიმარჯვა.
ბექას მეტოქე ამჯერად მოლდოველი ტაიპან კრისტი გახლდათ. "ტაისონამ" მოლდოველი მებრძოლი პირველ რაუნდში ხელის მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
ღვინიაშვილმა MMA-ს სადებიუტო 2025 წლის 7 დეკემბერს გამართა და ბულგარელ ვესელინ დიმიტროვს, პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია.
შეგახსენებთ, ბექა ძიუდოში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და არაერთი გრანდ სლემისა თუ მასტერსის გამარჯვებულია.
ვიდეო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.