ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანო" 4:0 დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანო" 4:0 დაამარცხა

ლა ლიგის მე-11 ტურში "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მოედანზე 45 წუთი გაატარა, შემდეგ კი მის ნაცვლად თამაშში ოკეოვო ოლუვასეი ჩაერთო.
შეხვედრის 22-ე წუთზე ქართველმა საგოლე პასი მიითვალა და გუნდის მეორე ფორვარდმა, ხერარდ მორენომ ვილიარეალის მაისურით 122-ე გოლი გაიტანა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"ვილიარეალმა" შეტევები გააგრძელა და 56-ე წუთზე მოლეირომ ასევე ულამაზესი გოლით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ამაზე არ გაჩერდა და 58-ე წუთზე ჯერ კომესანიამ, შემდეგ კი აიოზე პერესმაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "ვილიარეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს და მორიგ შეხვედრას 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, "პაფოსის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ვილიარეალი - რაიო ვალეკანო 4:0
გოლები: 1:0 მორენო (22), 2:0 მოლეირო (56), 3:0 კომესანია (58), 4:0 პერესი (65)
პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა
მამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება - გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად - დღეს საინტერესო მატჩებია
მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა, "ვალენსია" წაგებას - ვერა
მამარდაშვილის შემცვლელი უკვე "ვალენსიაშია" - სად გადავა ქართველი?
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
ფრე მადრიდში - მამარდაშვილს თანაგუნდელმა გაუტანა
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა
ლა ლიგაში სამუელ ეტო’ოს შვილის დებიუტი შედგა
მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.