[VIDEO] მესი დაფრინავს - არგენტინელმა "დისი იუნაიტედთან" დუბლი და საგოლე პასი შეასრულა
![[VIDEO] მესი დაფრინავს - არგენტინელმა "დისი იუნაიტედთან" დუბლი და საგოლე პასი შეასრულა](/wp-content/uploads/2025/09/230816151359-lionel-messi-inter-miami-1758432687-z9Ghv9.jpg)
MLS-ის მორიგ ტურში მაიამის "ინტერი" "დისი იუნაიტედს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა, აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.
შეხვედრაში ანგარიში ალიენდემ გახსნა, კრისტიან ბენტეკემ 53-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, მეორე ტაიმში "ინტერი" გააქტიურდა და 66-ე წუთზე ლიონელ მესიმ ჟორდი ალბას პასით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
72-ე წუთზე "ინტერის" სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება 19 წლის არგენტინელს, მატეო სილვეტის გადაულოცა, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდმა პენალტი გააცუდა. 85-ე წუთზე "ლა პულგამ" გოლის გატანა კიდევ ერთხელ მოახერხა და დუბლი შეასრულა, 90+7 წუთზე მურიელმა სხვაობა შეამცირა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, მაიამის "ინტერი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 25 სექტემბერს "ნიუ იორკ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.
თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
მესის ულამაზესი ჯარიმა - მაიამის "ინტერმა" არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
დაბრუნდება თუ არა ევროპაში? - მესიმ გადაწყვეტილება მიიღო
მესის პენალტიდან გოლის გატანა პანენკათი უნდოდა, მაგრამ ასეთი შედეგი მიიღო...
"ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?" - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.