[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
![[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო](/wp-content/uploads/2025/11/sandro-mamukelashvili-1764050053-CTn1f8.jpg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" 110:99 დაამარცხა და ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.
მასპინძელთა რიგებში ჯეიკობ პოელტლი დაბრუნდა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შესაბამისად, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბრენდან ინგრამი გახდა, კანადელთა ერთ-ერთმა ლიდერმა 37 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
"კლივლენდიდან" დონოვან მიჩელმა 34 წუთში საკუთარ გუნდს 17 ქულა, 1 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, "ტორონტო" 13 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, "რაპტორსი" 27 ნოემბერს "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.
"ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია" - ალექსანდრე თოფურიას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ზედიზედ მესამედ - "ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა
სანდროს 11 ქულა - "ტორონტოს" წაუგებელი სერია "კლივლენდ კავალიერსთან" შეწყდა
მამუკელაშვილმა "შარლოტთან" 15 წუთი ითამაშა - "ტორონტო რაპტორსმა" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
"ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
გოგას სათამაშო დრო იზრდება - "ორლანდომ" "კლივლენდი" დაამარცხა
სანდროს საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში - "ტორონტომ" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო
ბითაძის 6 წუთი - "ორლანდომ" "კლივლენდის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა
გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.