[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
![[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა](/wp-content/uploads/2025/11/sandroo-1763098456-w8NIO1.jpg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსი" "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და 126:113 დაამარცხა.
მოედანს დაუბრუნდა სანდრო მამუკელაშვილიც, მოგეხსენებათ, ქართველმა კალათბურთელმა "ბრუკლინ ნეტსთან" ტრავმის გამო ვერ ითამაშა. "მამუმ" "კლივლენდთან" 17 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკოტი ბარნსი გახდა, "ტორონტოს" ერთ-ერთმა ლიდერმა 35 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.
"კლივლენდიდან" დონოვან მიჩელმა 36 წუთში საკუთარ გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, "ტორონტო" 7 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, "რაპტორსი" მორიგ შეხვედრას 16 ნოემბერს "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.
ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
ზედიზედ მესამედ - "ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა
ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
სანდროს 11 ქულა - "ტორონტოს" წაუგებელი სერია "კლივლენდ კავალიერსთან" შეწყდა
მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
გოგას სათამაშო დრო იზრდება - "ორლანდომ" "კლივლენდი" დაამარცხა
ბითაძის 6 წუთი - "ორლანდომ" "კლივლენდის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა
გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"ნიქსმა" "კავალიერსი" დაამარცხა და 3:1 დაწინაურდა
გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.