ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" 143:127 დაამარცხა. სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 32:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. "იუტადან" საუკეთესო აირუს ბეილი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 35 წუთში 37 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, "ტორონტო" 40 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. "რაპტორსი" მორიგ შეხვედრას 26 მარტს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.