[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში გერმანიამ ტურნირის დებიუტანტი კურასაო 7:1 დაამარცხა.
ამავე ჯგუფში დღეს კოტ-დ'ივუარი ეკვადორს შეხვდება.
მეორე ტურში, 21 ივნისს გერმანია კოტ-დ'ივუარს, ეკვადორი კი კურასაოს დაუპირისპირდება.
ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“
გერმანია - კურასაო 7:1
გოლები: 1:0 ნმეჩა (6), 1:1 კომენენცია (21), 2:1 შლოტერბეკი (38), 3:1 ჰავერცი (45+5, პენ), 4:1 მუსიალა (47), 5:1 ბრაუნი (68), 6:1 უნდავი (78), 7:1 ჰავერცი (88)
- გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო სამი სასტარტო მატჩიდან პირველად მოიგო.
- კურასაოს მწვრთნელი ადვოკატი გერმანიის ეროვნული გუნდის თავკაც ნაგელსმანზე 39 წლით უფროსია.
- კურასაოს პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე „ციურიხის“ 22 წლის მცველმა კომენენციამ გაიტანა.
- ნოიერი გერმანიის ნაკრებში მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა - 40 წლის და 79 დღის. ის მეხუთე მუნდიალზე თამაშობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.