ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება - "შტურმი" "პანათინაიკოსთან" მაინც დამარცხდა

[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება - "შტურმი" "პანათინაიკოსთან" მაინც დამარცხდა

ევროპა ლიგის მეხუთე ტური გაიმართა.
„შტურმი“ გასვლაზე „პანათინაიკოსთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და სვიდერსკიმ დააწინაურა, შემდეგ კი შორიდან ულამაზესი დარტყმით დრაგოვსკის კარი კიტეიშვილმა დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა. ოთარი 74-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც „პანათინაიკოსი“ კალაბრიამ წინ გაიყვანა და გამარჯვებაც მოუპოვა.
კიტეიშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - sofascore 7.5, whoscored 7.1, Flashscore 7.0.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 19 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„შტურმი“ 4 ქულით ოცდამერვე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს სახლში „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.
პანათინაიკოსი - შტურმი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (18), 1:1 კიტეიშვილი (34), 2:1 კალაბრია (74)
რომა - მიდტიულანდი 2:1
ასტონ ვილა - იანგ ბოიზი 2:1
პორტუ - ნიცა 3:0
ფენერბაჰჩე - ფერენცვაროში 1:1
ფეიენოორდი - სელტიკი 1:3
ლილი - დინამო (ზაგრები) 4:0
ლუდოგორეცი - სელტა 3:2
პაოკი - ბრანი 1:1
პლზენი - ფრაიბურგი 0:0
ბეტისი - უტრეხტი 2:1
ბოლონია - ზალცბურგი 4:1
ცრვენა ზვეზდა - სტიაუა 1:0
გოუ ეჰედი - შტუტგარტი 0:4
გენკი - ბაზელი 2:1
მაკაბი - ლიონი 0:6
ნოტინგემი - მალმიო 3:0
რეინჯერსი - ბრაგა 1:1

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.