არქივი22 აპრილი, 2026, 22:41
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურის გადადებულ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე "ნანტს" 1:0 ამარცხებს.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა ისევ გადაახალისა და კვარაცხელია სასტარტოში დააყენა. მე-11 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მცველს, იუსეფს მოხვდა და ხვიჩამ პენალტით დედაქალაქელები დააწინაურა. ეს "პარი სენ ჟერმენში" ქართველის მიერ პირველად შესრულებული თერთმეტმეტრიანი იყო.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.