[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
![[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან](/wp-content/uploads/2025/09/0-gettyimages-2237216928-1758964620-9u6LWB.jpg)
გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ვერდერის "ბრემენი" მარტივად 4:0 დაამარცხა. გოლები ჯონათან ტამ (22), ჰარი კეინმა (45, 65) და კონრედ ლაიმერმა (87) გაიტანეს.
ამ შეხვედრაში ინგლისელმა ფორვარდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჰარიმ ტოპ 5 ლიგაში 100 გოლის გატანა ყველაზე სწრაფად მოახერხა, "რეკორდმაისტერის" ლიდერს ამისთვის 104 მატჩი დასჭირდა.
რაც შეეხება "ბაიერნს", კომპანის შეგირდები 5-დან 5 მოგებით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას ბუნდესლიგაში 4 ოქტომბერს, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართავენ, შუალედში, 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კვიპროსულ "პაფოსს" ესტუმრებიან.
რაც შეეხება "ბრემენს", ვერდერული გუნდი 4 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, იმავე 10 ოქტომბერს კი "სანკტ პაულს" უმასპინძლებს.
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.