ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა

ლა ლიგის მე-4 ტურში "ბარსელონამ" "ვალენსია" გასვლაზე 5:0 დაამარცხა.

მატჩის მე-6 წუთზე ლამინ იამალმა ულამაზესი გოლი გაიტანა, 22-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმიც ჰანსი ფლიკის გუნდის სრული დომინაციით წარიმართა.

50-ე წუთზე რაფინიამ ფერმინ ლოპესის პასით ისარგებლა, 79-ე წუთზე საკუთარი გოლი პედრიმაც გაიტანა, 84-ე წუთზე კი ლამინ იამალმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბარსელონა" 4-დან 4 გამარჯვებით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, "ბლანკოსი" მორიგ შეხვედრას 9 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, "ფეიენოორდის" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.