VIDEO: ,,თუ მსოფლიო მხარს მიჭერს იმაში, რომ მართალი ვარ, რატომ ვიტყვი უარს? რად მინდა ჯარი თუ არ გამოვიყენებ?! “ – მურმან დუმბაძე

„თუ ჩემს ტერიტორიაზე მშვიდობით ჩემს მოსახლეს ვერ ვაბრუნებ, თუ ჩემს საკუთრებას წამართმევ, თუ ჩემი იურისდიქცია არ ვრცელდება, თუ შენ სეპარატისტული რეგიონი ხარ, თუ მსოფლიო მხარს მიჭერს იმაში, რომ მე მართალი ვარ, რატომ ვიტყვი უარს? რად მინდა ჯარი თუ არ გამოვიყენებ ამ ჯარს?!“ – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის” თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
,,არაღიარებულ ხელისუფლებას, უნდა შევუთვალოთ რომ საქართველო არის ერთიანი და მთლიანი, საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის შესასრულებლად, ყველა საშუალებას გამოვიყენებ, მათ შორის, საუბრის თემას, დიპლომატიის თემას, ასევე, ომის თემას, ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო, რა არის აქ გაუგებარი…“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში”.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად