[VIDEO] ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" მაინც დამარცხდა
ბუნდესლიგის ოცდამეათე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ფრაიბურგთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 47-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
ზივზივაძემ ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი. ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 7.6, Flashscore 7.3, whoscored 7.0.
მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 16 შეხვედრაში 3 გოლია.
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით აუტსაიდერია და 25 აპრილს „სანკტ-პაულის“ უმასპინძლებს.
ფრაიბურგი. „ევროპა პარკი“
ფრაიბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 მანზამბი (24), 1:1 ზივზივაძე (58), 2:1 ეგეშტაინი (83)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.