ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

2016 წლის ოლიმპიური თამაშებისა და ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
35 წლის ხინჩეგაშვილმა 33 წლის ამერიკელი სპორტსმენი ჯონი დიჯილიუსი 8:5 დაამარცხა.
ცნობისთვის, ქართველმა ამ გამარჯვების შემდეგ ჰონორარის სახით 200 000 დოლარი მიიღო.
ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი შეხვედრა 19 წლის ამერიკელ მოჭიდავე, ბო ბასეტთან გამართა და 3:13 დამარცხდა.
ვლადიმერთან ერთად, დღეს კიდევ ერთ ქართველს, მერაბ დვალიშვილს უნდა ეასპარეზა, თუმცა მისი მეტოქე ჰენრი სეხუდო ორთაბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.