VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 2-1 მეშახტე. ღირსეულის გამარჯვება დებიუტანტთა “დერბიში”

დებიუტანტების დერბიში ღირსეულმა გაიმარჯვა. “სპაერმა” უფრო კარგად ორგანიზებული თამაში აჩვენა, უკეთესი იყო რგოლებს შორის კავშირი, ტყიბულელებს კი ნერვიულობა ეტყობოდათ, რადგან ისინი ახლა აუტსაიდერები არიან და ეს ფეხბურთელებზე წნეხს ერთიორად ზრდის…
“სპაერმა” გოლები ტაიმების ბოლოს გაიტანა. თამაზ ცეცხლაძის თავურს პიმენტელი “მიეხმარ” და ავტოგოლი გაიფორმა, მერე სამხარაძის დარტყმული ცუდად მოიგერია შოვნაძემ და იქვე გაჩნდა ჩაგუნავა.
85-ე წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო, რაც “სპაერს” თითქოს დამშვიდების საფუძველს აძლევდა, თუმცა “მეშახტემ” მაინც მიიღო შანსი. ღურწკაიამ ზუსტად შეასრულა ვიდეორეფერის დახმარებით დანიშნული პენალტი, თუმცა ბურდულის შეგირდების გადამწყვეტი შტურმისთვის დრო აღარ ეყოთ.
სპაერი-მეშახტე  2:1
1:0 პიმენტელი (45+3-ავტოგოლი), 2:0 ჩაგუნავა (85), 2:1 ღურწკაია (90+9, პენალტით)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური (გრიგალაშვილი 80), სამხარაძე, თ. ცეცხლაძე (ქაჩიბაია 90+1), ასკურავა, ფონიავა (გორდეზიანი 90+1), ცირდავა, გოლუბიანი (ცალუღელაშვილი 90+1), გ. ცეცხლაძე (ბასილაშვილი 84)
მეშახტე: შოვნაძე, გაბისკირია, პიმენტელი, ქურდაძე, უგრეხელიძე (შიკალო 69), პაპუაშვილი (აბულაძე 82), პიროგოვი (კვირკვია 69), ლიმა (შონია 82), ჩიხრაძე (ღურწკაია 58), სიხარულიძე, ბურდული
არბიტრი: გურამ მაჩიტიძე