ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...

ინერტულ და თითქმის თანაბარ მატჩში ერთადერთი ნათელი წერტილი გამოდგა გოლი, რომელიც გორელებმა გაიტანეს 87-ე წუთზე. ვერავინ იტყვის, რა მოხდებოდა,  რომ არა "დილას" სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებული ცვლილება - გოცირიძის პასი და სანიანგის გოლი.
"სამგურალს" აღარ დარჩა ბევრი დრო საპასუხოდ და ბოლო 4 მატჩში მე-3 მარცხი იწვნია. ვფიქრობთ, გორელთა გამარჯვება დამსახურებულია. მომდევნო ტურში წყალტუბოელებს ქუთაისში იმერული დერბი ელოდებათ, "დილა" კი ბათუმის "დინამოს" მიიღებს.
სამგურალი-დილა  0:1
გოლი: 0:1 სანიანგი (87, გოცირიძის პასით)
სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, ქაბია, პაბლო რიანი, შერგელაშვილი, აფციაური (ბერელიძე 81), ვინისიუსი, ცეცხლაძე (ველისოლი 46), ხორხელი, ჟან კარლოსი (კვარაცხელია 81), პაპავა (სებოლინია 65).
დილა: კერესელიძე, მალი, ეტოუ, არაუჟო, კომპაორე, ტალი (კუაკუ 85), ოლატუნჯი, მენთეშაშვილი, ფულერი (კანტე 78), ფარულავა (სანიანგი 78), შეყილაძე (გოცირიძე 85)
არბიტრი: ბ. კუნჭულია

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.