“რუსთავის” ცენტრალურმა მცველმა, ირაკლი იაკობიძემ, ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გამარჯვების გოლი. თან, ჯერ მოქმედი ჩემპიონი “იბერია 1999” დაამწუხრა, ახლა კი ვიცე-ჩემპიონიც “დილაც” მიაყოლა.
ანუ ის ერთგვარ გამარჯვების ფორმულად იქცა გია ცეცაძის გუნდისთვის, რომელიც ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე გადავიდა. მართალია, ტური ჯერ დასამართავრებელია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნულ ლიგაში წლეულს დაბრუნებულ გუნდზე და აქ მეტი კომენტარი უადგილო გვგონია…
თავად მატჩი კი არ იყო თვალსასეირო – ცოტა მომენტი, ცოტა დარტყმა… თითქოს ორივე გუნდი არწაგებაზე თამაშობდა. საბოლოოდ, ისევ “რუსთავს” გაუმართლა. “დილა” კი არის ლიდერებში, მაგრამ 10 მატჩში მხოლოდ 8 გატანილი გოლი ზუსტი ინდიკატორია იმისა, თუ სად არის პრობლემა…
რუსთავი-დილა 1:0
გოლი: 1:0 იაკობიძე (90+1, სეიხასის პასით)
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, ნაკანო (სეიხასი 46), გუჯაბიძე (პამი 82), უბილავა, ოსეი (კენიო 41), კესი (ჯიბრილი 82), ალმეიდა (ოლივეირა 60)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (მალი 74), ეტოუ, არაუჟო, ტიბუე, ოლატუნჯი, ტალი (ანოფი 32), მენთეშაშვილი, ფულერი (გოცირიძე 74), შეყილაძე (სანიანგი 90+1), კანტე (ფარულავა 32)
არბიტრი: ჯ. ხორავა