VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო…

თამაში ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველში უკეთესი იყო “ტორპედო”, რომელიც მამუჩაშვილის გოლით დასაწყისშივე დაწინაურდა. ამ გოლმა ქუთაისელებზე პოზიტიურად იმოქმედა, თუმცა ტაიმის ბოლო გაგრელებმა უპირატესობა გოლში გარდასახეს, მეორე ტაიმში დაწინაურდნენ კიდეც…
მაგრამ აუტსაიდერმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. თუმცა ეს ფრე ნამდვილად საპატიოა, რასაც ვერ ვიტყვით “ტორპედოზე”, რომელიც მეორე მატჩია მოგებას ვერ ახერხებს…
მომდევნო ტურში (21 აპრილი) “ტორპედო” “სამგურალს” უმასპინძლებს, ხოლო “გაგრა” თბილისის “დინამოს” ეწვევა.
გაგრა-ტორპედო 2:2
გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (5, დეისაძის პასით), 1:1 ანდრეიჩუკი (45+1, ვანდერსონის პასით), 2:1 სკრიპნიკი (58, ანდრეიჩუკის პასით), 2:2 პირესი (76)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი, ცინცაძე, ვანდერსონი, სკრიპნიკი (გობეჯიშვილი 90+1), კეკელიძე (დარსანია 83), ზოიძე (ფეიქრიშვილი 63), ანდრეიჩუკი (მუჯირი 83).
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (ვარლეი 86), მანე, შიმიჩი, ნადარაია (გ. კოხრეიძე 64), არაბიძე, ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი – დეისაძე (ბასილაძე 64), ანდრიჩი.
არბიტრი: ც. სამსონაშვილი
* 76-ე წუთზე ფელიპე პირესმა (ტორპედო) ვერ გამოიყენა პენალტი