[VIDEO] ეგოიანი ვერ გააჩერეს! გამარჯვების გოლი ნიდერლანდებში და ქვილითაიას უშანსო პენალტი
![[VIDEO] ეგოიანი ვერ გააჩერეს! გამარჯვების გოლი ნიდერლანდებში და ქვილითაიას უშანსო პენალტი](/wp-content/uploads/2025/12/yegoian-1766263663-HGvVPQ.jpg)
ირაკლი ეგოიანმა ("ექსელსიორი") შესანიშნავი გოლი გაიტანა ნიდერლანდების მთავარ ლიგაში, თან ეს გოლი გამარჯვებისა (2:1) აღმოჩნდა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი მარჯვენა ფლანგიდან დაიძრა კარისკენ, ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და მაშინ, როცა "ზვოლეს" მეკარე დარტყმას შორეულ კუთხეში ელოდა, ირაკლიმ ახლოში დაარტყა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-2 გოლი (მის ანგარიშზეა ამდენივე საგოლე პასიც) გაიტანა. "ფლეშსქორის" ვერსიით, ეგოიანმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 7,9. ითამაშა თავიდან ბოლომდე.
გაიტანა გიორგი ქვილითაიამაც. კვიპროსის მთავარ ლიგაში მისმა "არისმა" შინ 2:2 ითამაშა არადიპუს "ომონიასთან". საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პენალტით გახსნა ანგარიში და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი მიითვალა. ითამაშა შეუცვლელად.
ჰალანდის კიდევ ერთი სუპერმატჩი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემს" შანსი არ დაუტოვა
ვოლტემადეს დუბლი საკმარისი არ იყო - "ჩელსიმ" "ნიუკასლს" მოუტრიალა...
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა
ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
"ვიტესი" გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს
შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.