ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა

ლიგა 2-ის ოცდამეცხრე ტურში „სენტ-ეტიენმა“ გასვლაზე „ნანსისთან“ ფრეს მიაღწია - 1:1.
მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები განუწყვეტლივ უტევდნენ და ყველაზე რეალური შანსი პირველი ტაიმის დასასრულს მიეცათ, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. ანგარიში ზედ საფინალო სასტვენის წინ ლუკა სტასინმა გაათანაბრა.
დავითაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: Sofascore 5.7, Flashscore 5.7. ზურიკოს ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
“სენტ-ეტიენმა“ ბოლო 8 მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა, 6 მოიგო,  54 ქულით მეორე ადგილზეა და 11 აპრილს „დიუნკერკს“ უმასპინძლებს. ლიდერი 58 ქულით „ტრუაა“, მესამე პოზიციაზე კი 50 ქულით „ლე მანია“, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ნანსი. „მარსელ პიკო“
ნანსი - სენტ-ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ფდაუჩი (6), 1:1 სტასინი (90+7)
გამოუყენებელი პენალტი: დავითაშვილი (45, სენტ-ეტიენი)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.