[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
![[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს](/wp-content/uploads/2025/12/3-mikautadze-1765032663-z0i7NK.jpg)
ლა ლიგის მეთხუთმეტე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „ხეტაფე“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თამაში სასტარტოდან დაიწყო და 64-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: Whoscored 7.6, sofascore 7.5, flashscore 7.3.
მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.
„ვილიარეალმა“ ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 35 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას, 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.
ვილიარეალი - ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ბიუკენენი (45+5), 2:0 მიქაუტაძე (64)
გაძევება: მილა (49, ხეტაფე)
ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
გაძევება, სამი პენალტი და მიქაუტაძის გოლი
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა - დემბელე სასტარტოში ბრუნდება
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
მამარდაშვილი გაფრინდა, მოიგერია, ისევ მოიგერია და "ვალენსიას" "ხეტაფესთან" ქულა მოუპოვა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "სოსიედადს" მოუგო
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "მალიორკა" დაამარცხა
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მიქაუტაძე "ვილიარეალს" ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? - Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.