[VIDEO] ბრობის და გაკპოს დუბლი – “მფრინავმა ჰოლანდიელებმა” შვედეთთან იფრინეს

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში ნიდერლანდებმა შვედეთი 5:1 დაამარცხა და 4 ქულით გალიდერდა.
ნიდერლანდები დუბლით ბრობიმ დააწინაურა, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 13 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. შესვენების შემდეგ ნორდფელდტის კარი ორჯერ გაკპომ დალაშქრა. შვედებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. თუმცა, ბოლოს სამერვილმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამავე ჯგუფში 21 ივნისს ერთმანეთს ტუნისი და იაპონია შეხვდებიან.
26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ტუნისი ნიდერლანდებს, იაპონია კი შვედეთს დაუპირისპირდება.
ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“
ნიდერლანდები – შვედეთი 5:1
გოლები: 1:0 ბრობი (5), 2:1 ბრობი (17), 3:0 გაკპო (47), 4:0 გაკპო (54), 4:1 ელანგა (59), 5:1 სამერვილი (89)
– გაკპომ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო სამერვილმა გოლი და საგოლე პასი. დუმფრისის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.
– ბრობის მიერ 17 წუთში გატანილი 2 გოლი ბოლო 20 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატებზე შესრულებული ყველაზე სწრაფი დუბლი იყო, ვიდრე დუბლს გაკპო შეასრულებდა.