[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
![[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში](/wp-content/uploads/2025/12/goga-bitaze-orlando-1765002314-OoS1Hk.jpg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "მაიამი ჰიტი" 1 ქულის სხვაობით, 106:105 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა. ბანკეროს არყოფნაში "ორლანდოს" ლიდერმა 34 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
"მაიამიდან" ბემ ადებაიომ 40 წუთში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 15 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო" 14 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს "ნიუ იორკ ნიქსთან" ჩაატარებს.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მისი "ტორონტო რაპტორსი" საკუთარ მოედანზე, მოულოდნელად "შარლოტ ჰორნეტსთან" 86:111 დამარცხდა. სანდრომ მოედანზე 16 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო. "ტორონტო" ამჟამად 15 გამარჯვებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
"რაპტორსი" მომდევნო შეხვედრას ასევე 7 დეკემბერს "ბოსტონ სელტიქსთან" გამართავს.
ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
მამუკელაშვილის 27 წუთი - "ტორონტო" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა
ჩხუბი გუნდი-გუნდზე, გაძევებული 6 მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი - მსგავსს მხოლოდ NBA-ში ნახავთ
ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
"ორლანდოს" ბითაძე დაუბრუნდა - "მეჯიქი" "მაიამისთან" ოვერტაიმში დამარცხდა
ბითაძის 4 ქულა და 3 მოხსნა - "ორლანდომ" "დეტროიტი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
მამუკელაშვილის 10 ქულა "მაიამისთან" | ბითაძის "ორლანდოს" წაგებები გაუგრძელდა
მამუკელაშვილის 27 წუთი - "ტორონტო" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა
გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მოულოდნელი მარცხი "შარლოტ ჰორნეტსთან"
ბითაძის 18 წუთი - "ორლანდომ" "მაიამი ჰიტი" დაამარცხა
ბითაძის ზუსტი ორქულიანები - "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.