[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
![[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა](/wp-content/uploads/2025/11/gogaa-1763358171-lgVUJE.jpg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ჰიუსტონ როკეტსმა" "ორლანდო მეჯიქი" 117:113 დაამარცხა, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო. შეხვედრის ბოლო მეოთხედი დაძაბული გამოდგა. მეოთხე მეოთხედის ბოლოს "ტეხასელებს" ალპერენ შენგუნმა ულიდერა და ანგარიში მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე გაათანაბრა, ოვერტაიმში კი თურქისა და კევინ დურანტის წინააღმდეგ "მეჯიქი" ვერაფერს გახდა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, "ჰიუსტონის" ერთ-ერთმა ლიდერმა 45 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ორლანდოდან" ფრანც ვაგნერმა 43 წუთში საკუთარ გუნდს 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 7 მოგებითა და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს შინ "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.
ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი - ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
მამუკელაშვილის 20 წუთი - "სან ანტონიო" "ჰიუსტონთან" დამარცხდა
ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
ბითაძის შედეგიანი მატჩი - "ორლანდო" "ჰიუსტონთან" დამარცხდა
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა
ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა
ბითაძის "ორლანდოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "შარლოტ ჰორნეთსთან" დასრულდა
ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან"
ბითაძის დომინანტური მატჩი - "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.