[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
![[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო](/wp-content/uploads/2025/08/nika-1755587678-EubHyV.jpg)
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლო დიდი სლემის ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულად ჩაერთო. ჩვენებური მსოფლიოს 218-ე ნომერს, 24 წლის ბელგიელ გოტიე ონკლინს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6 5:7 6:1 სძლია.
ნიკამ 9 ეისი მოაწოდა და 11 ორმაგი შეცდომა გააკეთა. მან 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა. ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე 29 წლის შვეიცარიელი, მსოფლიოს 228-ე ნომერი მარკ-ანდრეა ჰუსლერი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1-1 აქვს.
დღეს ამერიკის ღია პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ჩაერთვება, რომელიც კვალიფიკაციის მეოთხედფინალში 33 წლის ბრიტანელ, მსოფლიოს 161-ე ნომერი ჰეიზერ ვოტსონს დაუპირისპირდება.
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
გორგოძის მორიგი პოლონური გამარჯვება - ქართველი მეოთხედფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.