[VIDEO] “ბარსელონამ” “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალი” დაამარცხა და ლა ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა!

ლა ლიგის ოცდამეთხუთმეტე ტურში “ბარსელონამ” “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალი” 2:0 დაამარცხა და ლა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ლამინ იამალი აკლდათ, ჰანსი ფლიკის გუნდმა ეფექტური გოლების გატანა მოახერხა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
შეხვედრაში ანგარიში ლამაზი საჯარიმო დარტყმით მე-9 წუთზე მარკუს რაშფორდმა გახსნა, 9 წუთში დანი ოლმომ, ნახტომში, ფერან ტორესს გადაცემა ქუსლით გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა.
“ბარსას” მესამე გოლის გატანის შანსი პირველ ტაიმშივე ჰქონდა, თუმცა რაშფორდის დარტყმული ტიბო კურტუამ მოიგერია.
ფლიკის გუნდმა შეტევები მეორე ტაიმშიც გააგრძელა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
“ბარსელონა” ლა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში 29-ედ გახდა.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა – რეალი 2:0
გოლები: 1:0 რაშფორდი (9), 2:0 ტორესი (18)