USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე

USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარების მხოლოდ 12% აღწევდა მათ, ვისაც ის სჭირდებოდა.
„USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე. ეს ნიშნავს, რომ ვინმესთვის დახმარების გასაწევად, დანარჩენი თანხა უნდა დაგვეხარჯა ამ უცხოური დახმარების ინდუსტრიული კომპლექსის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ დახმარების მიწოდების უფრო ეფექტური გზები. მას ჩვენი რეგიონული ბიუროები გაანაწილებენ. დაფინანსდება პროგრამები, რომლებიც სარგებელს მოიტანს, და ეს იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიდგომის ნაწილი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, დახმარების ბევრ პროგრამას საერთოდ არ ჰქონდა აზრი.
„ჩვენ ვაფინანსებდით მსოფლიოს მასშტაბით იმას, რაც აბსოლუტურად უაზრო იყო“, – დასძინა მან.
Previous: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია