UNICEF-ის წარმომადგენელი – ღაზაში უსაფრთხო ზონების შექმნა შეუძლებელია

ღაზაში უსაფრთხო ზონების შექმნა შეუძლებელია, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ჯეიმს ელდერმა განაცხადა.
„ე.წ. უსაფრთხო ზონები მეცნიერული არ არის, არ არის რაციონალური, შეუძლებელია მათი განხორციელება და ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამის შესახებ იცის“, – განაცხადა ჯეიმს ელდერმა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უსაფრთხო ზონები საკვებით, სასმელი წყლითა და მედიკამენტებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჯეიმს ელდერმა, რომელმაც ღაზაში ერთი კვირა გაატარა, აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული საარსებოდ აუცილებელი პირობების გარეშე ღაზაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებაა მოსალოდნელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად