ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ფილარმონიასთან გულშემატკივარს ხვდება

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ფილარმონიასთან გულშემატკივარს ხვდება

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გულშემატკივარს ხვდება. ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი, წარწერით "კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემპიონო". გულშემატკივრები სკანდირებდნენ: მერაბ, მერაბ. ისინი ჩემპიონს აპლოდისმენტებითა და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს და ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
სამშობლოში დაბრუნებულ მერაბ დვალიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ფილარმონიასთან გადმოინაცვლეს.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.