ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

UBS–მა ოქროს ფასის პროგნოზი უნციაზე $3,200–მდე გაზარდა

UBS–მა ოქროს ფასის პროგნოზი უნციაზე $3,200–მდე გაზარდა

ოქროს ფიუჩერსები, უსაფრთხო თავშესაფრის აქტივებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, შესაძლოა გაიზარდოს 3200 დოლარამდე უნციაზე – ვარაუდობენ შვეიცარიული საბანკო გიგანტის UBS-ის ანალიტიკოსები.
წინა პროგნოზი მოიცავდა ფასების გაზრდას 3000 დოლარამდე უნციაზე, მაგრამ ფიუჩერსებმა ამ ნიშნულს გასულ კვირას გადააჭარბა.
UBS-ის ანალიტიკოსების უეინ გორდონისა და ჯოვანი სტაუნოვოს აზრით, სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია ხაზს უსვამს ძვირფასი ლითონის, როგორც უსაფრთხო თავშესაფრის აქტივის როლს.
მათ მიაჩნიათ, რომ ოქროზე დამატებითი მოთხოვნა აშშ-ში რეცესიის შიშით გაიზრდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.