ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვება ვერ შეინარჩუნა – 1:1.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები დოლტმურზიევმა დააწინაურა, რომელმაც შორიდან ულამაზესი დარტყმით დალაშქრა მაკმალანის კარი. თუმცა, შემდეგ ბრანიგანი ჩვენი გუნდის საჯარიმოში ცენტრიდან შეიჭრა და თანაფარდობა აღადგინა. მერე კარგი შანსი მიეცა ბასილაძეს, მაგრამ მისი დარტყმული მაკმალანმა მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 10 ქულით მე-4 ადგილზეა და საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, 6 ოქტომბერს ბილეფელდში გერმანიას შეხვდება.
ბალიმინა. „შოუგრაუნდსი“
ჩრდ. ირლანდია – საქართველო 1:1
გოლები: 0:1 დოლტმურზიევი (54), 1:1 ბრანიგანი (73)
გოლები: ყავლაშვილი, ბუკია, ამისულაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ლორთქიფანიძე (ლაცაბიძე 73), ჩიქოვანი (დეისაძე 65), დადიანი, სალია (ცეცხლაძე 87), ბასილაძე, დოლტმურზიევი (კვარაცხელია 87)