ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U21.საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:2 დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად თურქ თანატოლებთან 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში კილიჩსოიმ დააწინაურა, 55-ე წუთზე ილდირიმმა პენალტით ანგარიში გაზარდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა აბუაშვილმა 58-ე წუთზე შორიდან გატანილი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე მეკარე ხარატიშვილმა იარდიმიჩის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 26 მარტს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.
თურქეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 კილიჩსოი (16), 2:0 ილდირიმი (55, პენ), 2:1 აბუაშვილი (58)
გამოუყენებელი პენალტი: იარდიმიჩი (83)
საქართველო:
ხარატიშვილი, უგრეხელიძე (ხვადაგიანი 46), მამაცაშვილი (რუხაძე 46), სალუქვაძე, გოგლიჩიძე (ზურაბიანი 85) ,ლ. გაგნიძე (გორდეზიანი 72), მორჩილაძე (ცხოვრებაშვილი 46), ოგბაიძე (აბუაშვილი 46), ოდიშარია (სიხარულაშვილი 72), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 85), კვერნაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.