ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U19. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შვედეთს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

U19. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შვედეთს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი შვედეთი 2:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შემტევი ვახტანგ სალია ვერ დაეხმარა, 70-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს ამავე სტადიონზე „ნორვეგიასთან“ ჩაატარებს, რომელმაც ესტონეთს 2:1 მოუგო.
შვედეთი - საქართველო: 1:2
გოლები: 1:0 სერნელიუსი (30), 1:1 ნიკოლაიშვილი (70), 1:2 გეგუჩაძე (88)
საქართველო: საური, მეფარიშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ბერელიძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 89), სამუშია, წულაია (გვასალია 70), თურქია (ოდიკაძე 63)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.