ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U17 | ანდორა 0:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევ ციკლში, სან მარინოში მიმდინარე მეორე რაუნდის B ლიგის მეორე მატჩი ჩაატარა და ანდორას დამარცხება შეძლო - 1:0.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ გახსნა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა. პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა სან მარინო 4:1 დაამარცხა.
სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, ისევ აკვავივაში, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.
16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00
სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
NAKREBI.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.